აქ იქნება ტექსტი

  შპს „_______“-მა ფუნქციონირება დაიწყო 2005 წელს. მისი საქმიანობა თევზჭერა და თევზის მრეწველობაა. ჩვენი ქარხანა ყოველწლიურად, სეზონზე ლიცენზიით განპირობებული კვოტის ფარგლებში, მოიპოვებს შავი ზღვის რესურსს – ქაფშიას, გადაამუშავებს მას და აწარმოებს თევზის ფქვილსა და ზეთს, რომელიც გააქვს ექსპორტზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ყიდის შიდა ბაზარზეც. ქარხანას მიკუთვნებული აქვს ISO 22000-ის სერტიფიკატი და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ყველა თანამშრომელი კომპანიის მიერ დაზღვეულია. (ჯანმრთელობის დაზღვევისა და უბედური შემთხვევის პაკეტი).

   ქარხნის მუშაობის პარალელურად, ქ.ფოთში ჩვენი კომპანიის ხელშეწყობით ვითარდება ქართული ფლოტიც. ყოველწლიურად, თევზჭერის სეზონის დაწყებამდე, ჩვენი კომპანია აფინანსებს ქართული სეინერების მფლობელ კომპანიებს. მფლობელები ზემოხსენებული თანხით ახდენენ თავიანთი კუთვნილი სეინერების შეკეთებას და შესაბამისი თევზსაჭერი აღჭურვილობით სეინერების მომარაგებას.

ქარხანა

პროდუქცია

შპს „_____“-ის მიერ წარმოებული თევზის საკვები გამოირჩევა მაღალი ასათვისებელი ცილების შემცველობით და მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით. პროდუქციას გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება. ცხოველებს, რომლებსაც კვების დროს დანამატი აქვთ თევზის სახით, აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა.

კომპანია „_____“ გთავაზობთ თევზის ფქვილს, რომელიც მზადდება შავი ზღვის ანჩოუსებისგან (სარდალა -თევზი). შავი ზღვის ანჩოუსი (სარდალა-თევზი) არის პატარა პელაგიური თევზი, რომელიც მდიდარია ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებითა და ცილებით.

საქართველოში თევზის ფქვილი იწარმოება ანჩოუსისგან, სველი დაპრესვის მეთოდით. პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხორციელდება წარმოების ყველა ეტაპზე, კონტროლდება ნედლეულისა და მისი ტრანსპორტირების ხარისხი, ნედლეულის გადამუშავებისა და პროდუქციის შენახვის პროცესი. გამოშვებული პროდუქციის ხარისხი მოწმდება საქართველოსა და ევროპის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში. გაწეული მუშაობის შედეგად საწარმო აკმაყოფილებს და მიღებული აქვს ISO22000 საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს წარმოების მთელ ჯაჭვს – ნედლეულის მოპოვება – მიღება, ტრანსპორტირება, პროდუქციის დამზადება, შენახვა და მყიდველზე მიწოდება. გამოშვებული პროდუქციის 99% პროცენტი გადის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ნედლეულის სიახლისა და გაშრობის მეთოდი განსაზღვრავს თევზის საკვების ხარისხს. ნედლეულის დამუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროდუქციის სიახლისა და მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. საქართველოში თევზჭერის მეთოდების გათვალისწინებით, ნედლეული ჩამოდის ყინულის ჰიგიენური კონტეინერებით მოკლე დროში და ხდება მათი დაუყოვნებლივ დამუშავება.

აქ იქნება პროდუქციის ფოტოები

თევზის ზეთი

თევზისგან მიღებული ცხიმოვანი ზეთი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, რადგან შეიცავს ისეთ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სხვა ცხიმებსა და ზეთებში არ გვხვდება. ის ასევე გამოიყენება ცხოველთა კვებაში, განსაკუთრებით კატების სახეობებისთვის. თევზის ზეთი გამოიყენება საკვების, სამრეწველო, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების წარმოებაში, როგორიცაა მარგარინის, სამზარეულოს ზეთის, კოსმეტიკური საშუალებების, საღებავების, სამრეწველო საფარის, საპოხი მასალების, წყალგამძლე საშუალებების, საპნების და სანთლების წარმოება. იგი ასევე გამოიყენება ტყავის დამუშავებაში, რეზინის წარმოებაში და ქიმიკატების წარმოებაში, რომლებიც გამოიყენება სინთეზური ცვილის დასამზადებლად. ჩვენ ზეთს ვამზადებთ ქაფშიისგან.

თევზის ფქვილი

თევზის ფქვილი აღიარებულია დიეტოლოგების მიერ, როგორც მაღალი ხარისხის საჭმლის მომნელებელი ინგრედიენტი, რომელიც სასარგებლოა ფერმის ცხოველების უმეტესობის საკვებად, განსაკუთრებით თევზისა და კრევეტების საკვებში დასამატებლად. თევზის ფქვილი, უხეშად დაფქული ფხვნილი, დამზადებული თევზის მოხარშული ხორცისგან, ძირითადად გამოიყენება ცხოველების საკვებში – განსაკუთრებით ფრინველის, ღორის, ფერმაში გაზრდილი თევზისა და შინაური ცხოველების გამოსაკვებად.

სიახლეები

სიახლე 1

სიახლე 2

სიახლე 3

კონტაქტი